Nikala ft Dzibela- არ ვაპირებ ძილს
KANYE WEST: მე და CHANCE THE RAPPER ერთობლივ ალბომზე GOOD ASS JOB ვმუშაობთ
Fula Calypse - სანაცვლოდ
Machine Gun Kelly მსმენელის წინაშე
MIGOS-ის კომპოზიცია IS YOU READY ბეისბოლის მთავარი ლიგის პლეი-ოფის ჰიმნად შეარჩიეს
არტისტები
16-09-2018, 03:10
ღონისძიება
AUDIO
ზურიკო კოკლიანი - როცა მე წავალ
Sf-x - ჩემი ქალაქი (Prod By Lil Beat)
Chester - ჩაკეტილი წრე
Gruz IN - ქუჩიდან სცენაზე
Fula Calypse - სანაცვლოდ
Fula Calypse ავრცელებს ახალ სტუდიურ ჩანაწერს "სანაცვლოდ", 17 სექ. 2018 წელს თავის ოფიციალურ Youtube არხზე ...

მოისმინეთ ტრეკი და იხილეთ ლირიკა 

Lyrics:

გარეთ ისეთი ცუდი ამინდია, არ მინდა შიგნით,
შიგნით ისეთი ცუდი ამინდია, არ მინდა გარეთ...
და სადაც წასვლა არ შეიძლება, წინ, სულ იქით..
ეს მერამდენედ და უმიზეზოდ გადამიყვარეთ ...

თავის დასაცავად სიჩუმეს ვირჩევ,
ამ ღამეს და დღეს შორის ცისფერი იების,
მე ამ ჭაობიდან გამოვანიჭე
და მოვკალი სურვილი სხვა შურისძიების...
დაგელოდები თუ რამეს იტყვი
და არ გადავიფიქრებ შენთნ საუბარს,
გამეორდები ჭახუნში ჭიქის
და ვიღაც ამ სიყალბეს ტაშსაც დაუკრავს...

ვარ მე ხის მჭრელი - მარადიული ძველი ზღპრიდან...
არც ამერიკელი - არც აზიიდან არც აფრი(კი)დან...
დაგესიზმრები - ნაცრისფერი გეტოს ტრასიდან...
და მეც ცის ნებით - სწორედ ის ერთი ვარ ასიდან ...

ოცნებებს ვიხსენებ თუკი არ ხდებიან,
თვალებს დავხუჭავ და ყველაფერს ვამჩნევ,
არაფერს ისმენენ, ვერაფერს ხვდებიან,
შედევრის სათაურს დრო თვითონ არჩევს ...

რა დაულევს სათქმელს თვალებს ?!
თვალებს რა უშველის ამაღამ ?!
ქარები არხევენ ქარებს ...
წეღან მეც შემარხია კინაღამ ...

თუკი მე ეს დრო მერგო რამის სანაცვლოდ,
მაშინ სული მერგოს, თუნდაც ტყავი გამაძროთ
არა, მე მეტი როგორ აგიხსნა და როგორ განახო ?!
იქნებ გიჯობს ამაყო, რომ ისევ წყალი დანაყო... (2ჯერ)

ფიქრიდან ფიქრებში დავდივარ სხეულით,
მხოლოდ იმიტომ, რომ სული დავიხსნა,
და სანამ ამ უკუნეთს ბოლოჯერ შევუვლით,
ჩამირთე სიმშვიდე, გამორთე რისხვა....
ის ხმა რომელიც გესმის,
სწორედ ამ ხმამ იგულისხმა,
რომ სიყვარულმა გესლის
არ იცის გემო. - ზიზღმა...  

მიდი გაექეცი თავს და შეატრიალე სარკე,
მიდი სანამ დგას, მიდი ! დაელაპარაკე...
იმედს გაგატანს შენი მეიგავარაკე,
ისე არ დადო, რომ ვერ იპოვო წნევის აპარატი...
ჭეშმარიტება არ გემუქრება, ელოდე ინფაქტს,
სანამ ბოლოჯერ ჩამოარიგებ „იმ ფაქტს“
პირს ვინ კრავს ? - ვინ მგელს და ვინ კრავს  ?...
იქნება ბოლო ის ვინც მუდამ წინ დგას..

თუ ისევ ისე უაზროა შემდეგი დღე,
ჯობია გამორთო და Fulacalypse ჩართო,
თუ ხარ ალმასი, აქ არ აიჯართო,
აქეთ გამო’ რამე არ დაიმართო ..
თუ ისევ ნახავენ ერთმანეთს ჩვენი გუგები ფართო,
ვერ გეტყვი რაზე იდარდო, რაზე არ იდარდო
და მარტო რაც ვიცი ეს ვიცი, მარტო....
დატო-ვე ცოდნა რომ გაიზარდო ...

ეს უიმედობაც განა მარტო ჩემია
ეს გულწრფელობაც ხომ განაჩენია,
ვიღც ამ ქალაქის ცათაბჯენია,
რათ გინდა სხვისი იქ, სადაც ჩემია ..
სდექ ! ზომბირება გადამდებია,
დაწვებიან და აღარ დგებიან,
დღესაც მელნები ქაღალდდებიან,
სანამ მზეები დაღმდებიან ...

თუკი მე ეს დრო მერგო რამის სანაცვლოდ,
მაშინ სული მერგოს, თუნდაც ტყავი გამაძროთ
არა, მე მეტი როგორ აგიხსნა და როგორ განახო ?!
იქნებ გიჯობს ამაყო, რომ ისევ წყალი დანაყო... (2ჯერ)скачать dle 12.1
Yesterday, 17:45