Nikala ft Dzibela- არ ვაპირებ ძილს
KANYE WEST: მე და CHANCE THE RAPPER ერთობლივ ალბომზე GOOD ASS JOB ვმუშაობთ
Fula Calypse - სანაცვლოდ
Machine Gun Kelly მსმენელის წინაშე
MIGOS-ის კომპოზიცია IS YOU READY ბეისბოლის მთავარი ლიგის პლეი-ოფის ჰიმნად შეარჩიეს
არტისტები
16-09-2018, 03:10
ღონისძიება
AUDIO
ზურიკო კოკლიანი - როცა მე წავალ
Sf-x - ჩემი ქალაქი (Prod By Lil Beat)
Chester - ჩაკეტილი წრე
Gruz IN - ქუჩიდან სცენაზე
ემინემი TYLER, THE CREATOR-ის დისზე: ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა
ცნობილ ჟურნალისტ და რადიოწამყვან სვეისთან ინტერვიუში ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მარშალ მეზერსმა, სასცენო სახელით Eminem, განაცხადა, რომ რეპერ Tyler, the Creator-ის მისამართით გაჟღერებულ ჰომოფობიურ ფრაზას ნანობს.

"ვაცნობიერებ, რომ ჩემი სიტყვებით ტაილერთან ერთად უამრავ ადამიანს ვატკინე გული. ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა და ძალიან ვნანობ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ლეგენდარული შემსრულებლის თქმით, ის ტაილერის მიერ მისი ნამუშევრების, 2014 წელს გამოსული Shady XV-ისა და 2017 წელს ბიონსესთან ერთად ჩაწერილი Walk on Water-ის საჯარო კრიტიკამ გაანაწყენა. 
შეგახსენებთ, რომ ემინემმა ახალგაზრდა კოლეგა ახალგავრცელებული ალბომის Kamikaze კომპოზიციაში Fall გადისა.

"ტაილერი არაფერს ქმნის. მესმის, რატომ უწოდე საკუთარ თავს პედე**სტი", - გარეპა მარშალმა.

ამ ფრაზის გამო მუსიკოსი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. 

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა.
წყარო: popmusic.ge
скачать dle 12.1
16-09-2018, 18:02