Cas - კომფორტის ზონა
FuLA - უსახო
ნახეთ: DJ MUGGS X ROC MARCIANO - SHIT I'M ON
BLOOD ORANGE - CHEWING GUM FT. ASAP ROCKY & PROJECT PAT
ნახეთ: რეპერი T.I. კომპოზიციის WRAITH ვიდეორგოლს ავრცელებს
არტისტები
8-10-2018, 00:54
3-10-2018, 02:25
ღონისძიება
AUDIO
ზურიკო კოკლიანი - როცა მე წავალ
Sf-x - ჩემი ქალაქი (Prod By Lil Beat)
Chester - ჩაკეტილი წრე
Gruz IN - ქუჩიდან სცენაზე
ნახეთ: რეპერი T.I. კომპოზიციის WRAITH ვიდეორგოლს ავრცელებს
გავლენიანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი კლიფორდ ჰარის უმცროსი, ფსევდონიმით T.I., რომელიც მსმენელს ოთხწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ახალგავრცელებული ალბომის Dime Trap პრომოუშენს განაგრძობს. მუსიკოსმა ჩანაწერში შესულ კომპოზიციაზე Wraith ვიდეორგოლი გადაიღო. ტრეკში თიაის სამხრეთელი კოლეგა Yo Gotti მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალი კი ლეგენდარულ პროდიუსერს, Scott Storch-ს ეკუთვნის.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

   წყარო: popmusic.ge
скачать dle 12.1
5-10-2018, 19:49