ჰიპ ჰოპ გადაცემის Rhyme & Reason-ის მე-3 ეპიზოდი!
ბიგ ბურდა მსმენელს ახალ ნამუშევარს "975" სთავაზობს.
August Greene - მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩიკაგოელმა რეპერმა - Common, პიანისტმა - Robert Glasper და დრამერმა - Karriem Riggins სუპერჯგუფი ჩამოაყალიბეს
Uncle Drew - 2018 წლის 29 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომედიური ჟანრის კინოსურათის პრემიერა შედგება
Bara Jr. მორიგ ახალ ტრეკს "მზად ვარ" ავრცელებს
Beat Makers
3-02-2018, 03:38
3-02-2018, 03:18
ღონისძიება
AUDIO
Nick Green X Ras Green - ტორუკ მაკტო
Nick Green - THC
Sf-x - სასიამოვნო იყო
Sf-x Goofy - შეცვალე..!.
Sf-x Cas - მე მინდა მეტი
August Greene - მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩიკაგოელმა რეპერმა - Common, პიანისტმა - Robert Glasper და დრამერმა - Karriem Riggins სუპერჯგუფი ჩამოაყალიბეს და სადებიუტო ალბომი დააანონსეს, რომელსაც 2018 წლის ბოლომდე მოვისმენთ.
Uncle Drew - 2018 წლის 29 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომედიური ჟანრის კინოსურათის პრემიერა შედგება, რომელშიც არაერთი ცნობილი მსახიობი თუ სახე მიიღებს მონაწილეობას. მთავარ როლში კი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი - Kyrie Irving იქნება.
Drake - მოგეხსენებათ, შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კანადელი მუსიკოსი მსმენელს ორი ტრეკისგან შემდგარი პროექტით Scary Hours დაუბრუნდა, რომელთაგან ერთ-ერთი God's Plan გახლავთ.
Jay Rock - კალიფორნიელი შემსრულებრელი რიგით მე-3 სტუდიურ ალბომზე მუშაობს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯეიმ განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
YG - გასული წლის ზაფხულში, ქამფთონელმა რეპერმა მისი მე-3 სტუდიური ალბომი Just Re’d Up 3: Know Your Worth დააანონსა. მთლიანი პროექტის პროდიუსერად მსმენელს არტისტის ახლო მეგობარი და პოპულარული მუსიკოსი - DJ Mustard მოევლინება.
Frank Ocean - შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კალიფორნიელი მუსიკოსი მსმენელს ლეგენდარული ტრეკის Moon River ქავერით უბრუნდება. ჩანაწერის ორიგინალი ვერსია 1961 წელს საკულტო მსახიობმა ოდრი ჰეპბერნმა ფილმში Breakfast At Tiffany's შეასრულა.
Machine Gun Kelly - კლივლენდელი რეპერი აგრძელებს მისი რიგით მე-3 სტუდიური ალბომის Bloom პრომოუშენს, რომელმაც უკვე მოიპოვა ოქროს სტატუსი და 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღესათან დაკავშირებით, მსმენელს ტრეკზე The Break Up გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა.
Remy Ma - გაუწყებთ, რომ ნიუ იორკელი მუსიკოსი მრავალწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, რიგით მე-2 სტუდიურ ალბომზე Seven Winters, Six Summers მუშაობს. გასული წლის მიწურულს, რეპერმა პროექტის სადებიუტო სინგლი Wake Me Up გაავრცელა, რომელშიც მისი ვეტერანი კოლეგა - Lil Kim მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში არტისტები მათ კიდევ ერთ კოლეგას - Nicki Minaj დისავენ.
Tyga - კალიფორნიელი მუსიკოსი მსმენელს ახალ სტუდიურ ალბომს Kyoto უმზადებს, რომელიც 16 თებერვალს ჩაეშვება გაყიდვაში. არტისტმა პროექტის პირველი ორი სინგლი Boss Up და Temperature გასული წლის მიწურულს გამოუშვა.
Tory Lanez - კანადელი მუსიკოსი, რომელიც რიგით მე-2 სტუდიურ ალბომზე Memories Don't Die მუშაობს, მსმენელს პროექტის ერთ-ერთ სინგლზე Skrt Skrt გადაღებულს ვიდეორგოლს სთავაზობს.