Nikala ft Dzibela- არ ვაპირებ ძილს
KANYE WEST: მე და CHANCE THE RAPPER ერთობლივ ალბომზე GOOD ASS JOB ვმუშაობთ
Fula Calypse - სანაცვლოდ
Machine Gun Kelly მსმენელის წინაშე
MIGOS-ის კომპოზიცია IS YOU READY ბეისბოლის მთავარი ლიგის პლეი-ოფის ჰიმნად შეარჩიეს
არტისტები
16-09-2018, 03:10
ღონისძიება
AUDIO
ზურიკო კოკლიანი - როცა მე წავალ
Sf-x - ჩემი ქალაქი (Prod By Lil Beat)
Chester - ჩაკეტილი წრე
Gruz IN - ქუჩიდან სცენაზე
MIGOS-ის კომპოზიცია IS YOU READY ბეისბოლის მთავარი ლიგის პლეი-ოფის ჰიმნად შეარჩიეს
ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos პოპულარული ტრეკი Is You Ready აშშ-ის ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) პლეი-ოფის ჰიმნად შეარჩიეს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Vibe ავრცელებს.

"სპორტის დიდი მოყვარული ვარ და როდესაც გავიგე MLB-ის შემოთავაზების შესახებ, ძალიან გამიხარდა. მომწონს, როდესაც მუსიკა და სპორტი ერთიანდება. ორივემ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში", - აღნიშნა "მიგოსის" წევრმა ოფსეთმა.

აღსანიშნავია, რომ Is You Ready მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსული ფილმის Mile 22 საუნდტრეკია. 

მიგოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა.
წყარო: popmusic.ge
скачать dle 12.1
17-09-2018, 19:26